|
2021-10-21 15:01:24, 493 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის მმართველობა არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ დაბრუნდება
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩხოროწყუში მეორე ტური დაინიშნა და მმართველი გუნდის ღირსეული კანდიდატი დავით გოგუა ღირსეულად გაიმარჯვებს. „ჩვენ გვყავს უწესიერესი კაცი, რომელიც 8 წელი ემსახურა ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს და მჯერა, იგი გააგრძელებს ძალიან ღირსეულად თავისი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ღირსეულად მსახურებას. მას უპირისპირდება ყველაზე კრიმინალური, მძიმე დანაშაულების ჩამდენი ორგანიზაციის წარმომადგენელი. მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობა არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ჩვენი ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად. ეს არის ჩვენი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)