03:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:57:10, 647 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციის გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაცმოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული

კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი  ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.

„ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ; ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ ყველას გვაწუხებს, პასუხი მაქსიმალურად გაეცეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვთ და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს.

„სასაცილოა, ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს, ესენი იქნებიან თანამდებობებზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობად „ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ  და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და შეერთებული".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics