2021-10-20 17:30:02, 1079 ნახვა
სამართალი
პროკურატურა – მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა.
"მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.
აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ", – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,