08:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:57:27, 585 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში - 54%

ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში - 54%. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

მისი განცხადებით, აჭარაში მშვიდი ეპიდსიტუაცია მოსახლეობის 60%- ის აცრას უკავშირდება.

"რატომ გვაქვს შედარებით უფრო მშვიდი სიტუაცია ამ 5 000 შემთხვევის ფონზე აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ არის მეორე. ბათუმმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს,  რაც ჩვენ წელს გვქონდა სამიზნედ, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60%-ზე. თბილისი უახლოვდება ამას, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54%-ია ორჯერადად აცრილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა (37%), 30%-ის ფარგლებში არიან."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics