|
2021-10-19 13:51:03, 823 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის
ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის; სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, ერთ რამეს ვეტყვი ყველას - ამ სიაში, სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)