06:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 22:10:12, 577 ნახვა

პოლიტიკა
პირადი ექიმი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია, ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის პირადი ექიმის განცხადებით მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობის უცვლელია.

როგორც ყიფშიძემ განაცხადა, კონსილიუმი  სააკაშვილის ანალიზების შედეგებს გაეცნობა და ამის მიხედვით მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს გადაწყვეტენ.

" ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. დროს ვერ გეტყვით ამ კონსილიუმის მოსვლის, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი. დაახლოებით, დღის პირველ ნახევარში იქნება. არ შეცვლილა გუშინდელის მერე, რაც გუშინ მოგახსენეთ, ზუსტად იგივეა ყველაფერი. წნევის ცვალებადობა რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ ასე პირდაპირ საშიში ნამდვილად არ არის ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა კიბეზე. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიყოს საჭირო იქნება თუ არა ჰოსპიტალიზაცია და როდის. პოზიცია არ შეუცვლია მაგრამ ესმის რომ თუ ძაან ავად გახდა, აბა რა უნდა ქნას. ანალიზები ყველა აღებულია მზადაა ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია,"- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics