06:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 21:11:23, 704 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - საქართველოს ამ კაცის დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეს და ყველაფრით უნდა გავახსენოთ

როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" გვერდზე განთავსებული ვიდეოს კომენტირებისას გააკეთა.

„როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ. ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics