|
2021-10-15 11:30:12, 450 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და USAID –ის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს
„საქართველოს ბანკი“ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, გაევლო მის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია CosyCorner-ის საქმიანობას დაწნული გარე ავეჯის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. ის საქართველოში, უმაღლესი ხარისხის, წყალგამძლე, სიცხეგამძლე ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერისგან მზადდება. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს. „რაც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს არის ის რომ, ვაწარმოებთ საქართველოში დამზადებულ, მაღალი ხარისხის წნულის გარე ავეჯს. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რომელიც უძლებს წვიმას, ყინვას, მზეს. ჩვენი დამზადებული ავეჯი ამშვენებს როგორც ინტერიერს, დახურულ შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა სასაწყობო მარაგებისა და ე.წ. „შოურუმის“ არ არსებობის გამო სეზონურ პერიოდში მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. იმედი გვაქს, უკვე მიღებული გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ კომპანიის პოტენციალი, რათა მოვახდინოთ ბაზრის სრული ათვისება, შემგომ კი ექსპორტზე აქცენტირება“,- განაცხადა ნიკოლოზ ნადირაძემ, CosyCorner-ის წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)