07:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 21:10:33, 734 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით

მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს თქვენი მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციაზე ყოფნისას მას ბევრი ემოცია დაუგროვდა, მათ შორის, ბრაზის, იმედისა და სოლიდარობის.

„როგორც არასდროს, დღეს ყველა ამ ქვეყანაში, თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობთ, მადლობა, რომ გული გიძგერთ ქართული პატრიოტიზმით. დღეს ძალიან ემოციური დღეა, ყველასთვის. ძალიან ბევრი ემოცია ირევა ერთმანეთში, ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. დიახ, ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როდესაც ვკითხულობდით, სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც.

მეორე ემოცია, რომელიც ამდენ ემოციაში ირევა, არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით ჩვენი სიმრავლით, სიმტკიცით და სიმართლით. ამ ყველაფრით შევცვლით რეალობას და დღევანდელობას, ამიტომაც, ერთ-ერთი ემოცია რომელიც გვეუფლება ახლა, არის იმედი.

კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა, თავისუფლების მოედანზე, არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს თქვენი მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს.

დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის არ გამოვა გარეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics