08:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 16:13:41, 655 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი - საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენდნენ

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ საქართველოს პრეზიდენტსაც უსმენდნენ, რაც მას, მისივე თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილმა უთხრა.

როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყანაში აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვებოდა, მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და დატოვებდა თანამდებობას.

„ეს ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არ არის რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს, ასევე, აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს,“- განაცხადა მაიკლ გალერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics