20:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 15:03:44, 829 ნახვა

სამართალი
პროკურორის განცხადებით, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს

ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, მიხეილ სანდრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა რომ გამორიცხული არა აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.

პროკურორის თქმით, ყველა, ვისაც შემხებლობა ექნება ამ საქმესთან  დაიკითხება.

 „გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, ბუნებრივია თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. როდის რა ფორმით , ამაზე ინფორმაცია გეცოდინებათ“ განაცხადა მიხეილ სანდრაძე

შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 8 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა, ისინი მოგვიანებით, გირაოს სახით გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სასამართლო პრცესის განახლების მიზეზი ახალი მოსამართლის დანიშვნა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics