2021-10-10 12:27:52, 781 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ტრაგედიის ადგილას პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გაჩერებულია სამუშაოები.
ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება გამოძიება.
ადგილს უკვე ექსპერტები სწავლობენ და მომხდარის მიზეზებს იკვლევენ, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, გაწმენდითი სამუშაოები იქედან გამომდინარე შეჩერდა, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გვერდით მდებარე კორპუსებს, სწორედ ექსპერტების დასკვნის მიხედვით უნდა გადაწყდეს როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქუჩა, სავარაუდოდ, გადაიკეტება, რადგან არსებობს გვერდით მდებარე შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
მაშველები 29 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე.
ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,