2021-10-09 16:50:57, 745 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საელჩო - თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო "ფეისბბუქ" გვერდზე განცხადებას ავრცელებს, საელჩო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
"აზერბაიჯანის საელჩო ღრმა თანაგრძნობას უცხადებს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და გულწრფელად თანავუგრძნობთ მოძმე საქართველოს ყველა მოქალაქეს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვაა აქედან 3 არასრულწლოვანია. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ერთი ქალბატნო, დღეს დილით საავადმყოფიში გარდაიცვალა,მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ 1 ადამიანს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,