2021-10-09 15:09:42, 723 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისი ბათუმის გვერდით დგას, თბილისობა აღარ ჩატარდება
ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”,- წერს კალაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,