|
2021-10-08 20:33:47, 722 ნახვა
პოლიტიკა
ფლანგვის დეტექტორი - „ოცნებამ“ თბილისში „ფეისბუქ“ რეკლამაში 16-ჯერ მეტი დახარჯა ვიდრე ოპოზიციამ
2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი.- აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა "თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში ქართულ ოცნებას ყველგან თავისი კანდიდატი, ხოლო ოპოზიციის ნაწილს სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პარტიიდან შერჩეული საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ჰყავდა. 2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისის 9 ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის მაჟორიტარებმა და მხოლოდ საბურთალოს ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებიდან ავთანდილ ცინცაძე, ხოლო ოპოზიციიდან ბორის ყურუა დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში ავთანდილ ცინცაძის ფეისბუქ რეკლამების ხარჯებმა 2,833 დოლარი შეადგინა, ხოლო ბორის ყურუას ხარჯებმა 100 დოლარი. ანუ მმართველი პარტიის კანდიდატმა მის ოპონენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა მხოლოდ ფეისბუქ რეკლამაში. საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა", - წერია ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)