|
2021-10-08 10:27:59, 909 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდში, ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მანდატი დაკარგა
ცესკო-ს ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ბოლო მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს, „ქართულ ოცნებას“ 19, 3 მანდატი კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას. „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო, მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება. „უმრავლესობა არ დაგვიკარგავს მაინც ჩვენ ვართ უმრავლესობაში მიუხედავად იმისა რომ ერთი მაჟორიტარი თავხედურად წაგვართვეს. არადა უბნებზე თვითონ იყვნენ კომისიის უმრავლესობაში და თურმე ისევ თავისებმა “გაუყალბეს” არადა უბრალოდ გახსნეს ბიულეტენები და ჩაამატეს. მეორე ტურში ამაზე პასუხს მიიღებთ ზუგდიდელებისგან. მეორე ტურის იმ ერთ მაჟორიტარსაც მოგიგებთ და მერსაც!“, - წერს ანი წითლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)