|
2021-10-07 22:29:42, 971 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები პრემიერის განცხადებაზე -ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ამგვარი განცხადების გაკეთებას, გადადგომა მოჰყვებოდა
პრემიერ-მინისტრისა და მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ევროპარლამენტარები პრემიერ -მინისტრ განცხადებას გამოეხმაურნენ და მისი განცხადებების შინაარსზე შეშფოთებას გამოხატავენ. „სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ის „წესიერად“ არ მოიქცევა. ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის ოფიციალური პირისგან ამგვარი განცხადების გაკეთების შედეგად, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა ევროპული ინტეგრაციის წინაპირობაა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)