21:25 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 10:23:08, 423 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს

კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა; 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია  500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

მათივე ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი  და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში „აპიჯეო“ იმყოფებოდნენ,  სადაც თაფლის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი თაფლის გადამმუშავებელი  ინფრასრუქტურა ხელს უწყობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს  აწარმოონ ხარისხიანი თაფლი, რომლის ექსპორტიც საფრანგეთში ხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისათვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგეტოს თანადაფინანსება 12 მლნ აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics