02:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 15:01:10, 1136 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი სენატორები ჯო ბაიდენს ქვეყნიდან 300 რუსი დიპლომატის გაძევების თხოვნით მიმართავენ

დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორება  აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართეს, რათა  გააძევოს  300 რუსი დიპლომატი შეერთებული შტატებიდან, თუ მოსკოვი არ გასცემს მეტ ვიზას ამერიკელელი დიპლომტებისთვის.- აღნიშნულ ინფორმაცია „Reuters”-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  აღნიშნული შეთაავზების ინიციატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა და სადაზვერვო კომიტეტების ლიდერები - დემოკრატები ბობ მენენდესი და მარკ უორნერი და რესპუბლიკელები ჯიმ რიში და მარკო რუბიო იყვნენ.

აგვისტოში რუსეთმაუკრძალა  აშშ-ს მოსკოვში საელჩოს შენახვა, დაქირავება ან თანამშორემლების აყვანა, რის გამოც, საელჩომ 182 თანამშრომელი გაათავისუფლა.

როგორც სენატრორები აღნიშნავენ, რუსეტსი ახლა  მხოლოდ 100 ამერიკელი დიპლომატია,შეერთებულ შტატებში  ხოლო 400 რუსი დიპლომატი იმყოფება.

"დიპლომატიური წარმომადგენლობის ეს არაპროპორციულობა მიუღებელია. შესაბამისად, რუსეთმა უნდა გასცეს საკმარისი ვიზები რუსეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების რაოდენობისა და შეერთებულ შტატებში მყოფი რუსი დიპლომატების რაოდენობის გასათანაბრებლად", - წერენ სენატორები ბაიდენს წერილში.

„თეთრი სახლს“ და სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics