2021-10-05 01:37:10, 847 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის ნედ პრაისი თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.
"ჩვენ ახლოდან ვადევნებთ თვალს მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად" - თქვა ნედ პრაისმა.
2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,