00:51 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 12:43:14, 423 ნახვა

საზოგადოება
აბაშაში, სოფელ მაცხოვრისკაში ახალი სკოლა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და აბაშის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ მიულოცეს. პირველკლასელებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ.

65 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალ სასწავლო წელს რეგიონში 4 ახალი და 10 სრულად რეაბილიტირებული სკოლით ვხვდებით. ახალ სკოლებს შორისაა აბაშაში, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა, აქ აქამდე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის დღეს კი თანამედროვე სტანდარტების სკოლაში უწევთ მოსწავლეებს განათლების მიღება. ამჟამად კი რეგიონში ხორციელდება სამი ახალი სკოლის მშენებლობა" - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics