00:52 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 23:40:26, 842 ნახვა

საზოგადოება
ISFED- საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში, თუმცა დარღვევებით მიმდინარეობდა

"საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს" - ასე აფასებს თვითმართველობის არჩევნებს, ქვეყანაში ჩატარებულ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაცია ISFED-ი. 

როგორც "სამართიანი არჩევნების" ანგარიშში ვკითხულობთ, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი.

"დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი. 

გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე. საარჩევნო უბნების ნაწილთან აღინიშნებოდა პარტიის კოორდინატორთა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან. უბნების ნაწილთან ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. გამოვლინდა საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემის შემთხვევები. დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც."- წერია ანგარიშში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics