14:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 20:45:43, 565 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის

მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადა.

„როგორც ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. აქამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო ამიტომ, ყოველდღიური ჩართულობა და მუშაობა თქვენი, ახალგაზრდების, რომლებიც მინდა განსაკუთრებულად გამოგყოთ და განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის და იმ საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვისა და ქალაქისთვის. გადაგიხდით დიდ მადლობას და დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, თუმცა არსებული ეგზიტპოლის მიხედვით ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics