|
2021-10-02 15:43:40, 551 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - ქუთაისის 124-ე უბანზე წინასწარ შევსებული და ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი განადგურდება
ქუთაისის 124-ე უბანზე წინასწარ შევსებული და ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი განადგურდება, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცემა. „ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის, პარტიების დანიშნული წარმომადგენლები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებში. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთის“, - განაცხადა იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)