16:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 10:44:28, 506 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ ნეგრეცკუ, ევროპარლამენტარი - ჩვენ აქ ვართ და ველით, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება

" ჩვენ აქ ვართ და ველით,  რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. ამასთანავე, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას და დემოკრატიას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიქტორ ნეგრეცკუმ ცესკოში მისვლისას განაცხადა.

 "ჩვენ აქ სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვართ, რომ მონიტორინგი გავუწიოთ, როგორ მიდის საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გვექნება საუბარი, რომ გავიგოთ, როგორ არის პროცესი ორგანიზებული, მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი მიმდინარე საკითხებზე.  ისევ და ისევ, ჩვენ აქ ვართ და ველით,  რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. ამასთანავე, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ღია, გამჭვირვალე არჩევნებს. მხარს ვუჭერთ საქართელოს ღია გზას ევროპისკენ და ეს არჩევნები იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ საქართველო წინ მიდის ამ მიმართულებით." - განაცხადა ვიქტორ ნეგრეცკუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics