|
2021-10-01 16:45:27, 579 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია ზუგდიდელებს მიმართავს
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით ზუგდიდი ორ ოქტომბერს ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აირჩევს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ძვირფასო ზუგდიდელებო! მოგმართავთ ერთ-ერთ თქვენგანი, რომელსაც ზუგდიდმა მომცა ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, მასწავლა სიყვარული და ერთგულება ქვეყნის, ოჯახისა და მოყვასის. ზუგდიდი ჩემთვის მორალური ზღვარია, რომელსაც ყველაზე რთულ და კრიტიკულ ვითარებაშიც არ უნდა გასცდე, ზუგდიდელობა კი უდიდესი პატივი და კეთილი ბედისწერაა. ამიტომაც, ჩემთვის ზუგდიდის მერობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა კეთილმსახურების, მსახურების ფიქრით, სიტყვითა და საქმით. სწორედ ამ პრინციპებით გავერთიანდით „ქართული ოცნების" გუნდი, რომლისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია. თქვენთან ურთიერთობამ ზუსტად დაგვანახა თუ რა სჭირდება ზუგდიდს. ეს გახლავთ მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში თანმიმდევრული განვითარება, ინფრასტრუქტურული განახლების უფრო მეტი ტემპი, ეკონომიკის გაძლიერება და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ შვილებზე, მომავალ თაობაზე უკიდურესი ზრუნვა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლებისა და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა და მათი ყოველმხრივი ინტერესების დაკმაყოფილება, რათა შევანელოთ მუნიციპალიტეტიდან მათი მიგრაციის ტემპი, რა თქმა უნდა მთავარი საზრუნავი ეს გახლავთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა და მათი განსახლების პროცესის დასრულება უახლოეს წლებში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. სწორედ ამ პრიორიტეტებით, ამ მიზნით მოვდივართ და ვაგრძელებთ ქართული ოცნების გუნდი თვითმმართველობის განხორციელებას და მოგიწოდებთ იაქტიუროთ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მისცეთ ხმა „ქართული ოცნებას", მისი მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, როგორც უალტერნატივო საწინდარს ზუგდიდის უკეთესი მომავლისა. შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში ნომერი 41. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)