|
2021-10-01 11:42:01, 632 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი სააკაშვილზე: როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა, მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია საქართველოშია
როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა საქართველოში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აქ არის, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციას, რომ ის საქართველოშია. „გულწრფელა გეტყვით, კომუნიკაცია ამის შესახებ სააკაშვილთან არ მქონია. მეც დილით შევიტყვე, „ფეისბუქის“ მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა საქართველოში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მტავარია, რომ საქართველოშია და მთავარია, რომ მისი საქართველოში ყოფნა დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა. უდუმაშვილი შსს-ს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და აღნიშნა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უფრო ენდობა. „მე ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება და რასაც ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი და მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს ვენდო მიხეილ სააკაშვილს და არა შსს-ს მიერ გავრეცლებულ განცადებას“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)