|
2021-09-30 17:15:12, 627 ნახვა
პოლიტიკა
გუმბერიძე - თუ არჩევნებზე „ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი არ დადგება, ისინი განიხილავენ კრიტიკული მაუწყებლობის გაჩერებას
ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბერიძე აცხადებს, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიები. გუმბერიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგები არ დადგება, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს სამი კრიტიკული მედიასაშუალების, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველი“ დახურვა. „ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება. ვიცით, რომ გარდა ამ ქეისისა, ფაქტობრივად ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას ქეისი, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე კრიტიკული მაუწყებლობის გაჩერება, ამისთვის კი ისინი გამოიყენებენ ე.წ სამართლებრივ ბერკეტებს. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიმიპს მმართველობისკენ, როგორ შეიძლება დაემშვიდობოს ქვეყანა დემოკრტიას, რომლის ჩანასახებიც ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა გუმბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)