02:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 15:00:46, 376 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, ჯაბიძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, ჯაბიძის ქუჩაზე, ახალი საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა  1 000  კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  დასრულდა. -ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, ასევე,  მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება - დაირგო ხეები და დაითესა ბალახი.

„აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 167 623 ლარამდე დაიხარჯა.  სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ განახორციელა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო. „-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics