|
2021-09-30 10:25:27, 556 ნახვა
პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა - სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ პოზიტიური იყოს
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოშია. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნება პოზიტიური. „ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა რადგან აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები. ვფიქრობ, სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს, სტაბილურობა სჭირდება“, - განაცხადა გრეგოროვამ. ევროპარლამენტარმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ მოსმენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას გავლენა ექნება ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე. „რაც შეეხება მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამას გავლენა ექნება პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს ნდობას ეხება და ნდობა დარღვეულია“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)