17:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 18:33:55, 746 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-8 სხდომაზე ორი რეკომენდაცია მიიღო.

კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან. კომისია რეკომენდაციით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, მათაც მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ სხვა პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი შესაძლო ინციდენტი.

უწყებათაშორისი კომისია, ასევე, მიმართავს განათლების სამინისტროს რესურსცენტრების, საჯარო სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებს, სამუშაო საათებში არ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, მათ შორის, სოციალური ქსელის გამოყენებით, და მოუწოდონ პედაგოგებს, არ დაუშვან სასწავლო პროცესის პოლიტიზება, მაქსიმალურად გამიჯნონ საარჩევნო და სასწავლო პროცესი.

უწყებათაშორისი კომისიის მე-8 სხდომამ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის  ფაქტებიც განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს  შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,  პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი  საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო  პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს.

კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics