|
2021-09-29 12:33:32, 647 ნახვა
პოლიტიკა
NDI-სა და IRI-ის ექსპერტები პარტიებს არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური და კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, NDI-ის და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. გარდა ამისა, ექსპერტები შეხვდებიან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მათ როლს ხაზი გაუსვან. ამასთანავე, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)