17:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 12:17:21, 817 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ჟურნალისტს - თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ

თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა მას საარჩევნო კამპანიის მრჩეველ მოშე კლუგჰაფტის გეგმაზე ჰკითხა „მედიაზე შეტევა ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ღონისძიება მოგვიწყვეთ, გახარიას კოკაიშნიკი ნამდვილად უწოდეთ, რაც ეწერა სტრატეგიაში“, რაზეც კალაძემ „სიტყვების შერჩევისკენ“ მოუწოდა.

„მე მგონი უნდა შეარჩიოთ სიტყვები, კახა კალაძეს არავისთვის არაფერი მოუწყვია და არც „ქართულ ოცნებას“, სიტყვები შეარჩიეთ“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა კალაძისთვის შეკითხვის დასმა განაგრძო და უთხრა, რომ 5 ივლისს, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ, რაზეც დედაქალაქის მერმა ასე უპასუხა:

„თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტები, თუ რაიმე ცუდი შეძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics