19:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 08:32:39, 818 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს, - ასე შეაფასა კახა კალაძემ „მთავარი აქცენტების“ ეთერში მამის, კარლო კალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება.

როგორ კახა კალაძე განმარტავს, „მთავარმა არხმა“ გუშინ "სანტა ბარბარა" მოაწყო.

„ეს არის დიდი სიბინძურე. "სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“ მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ასეთ ნაძირალას მეორეს არ ვიცნობ. ამასთან შედარებით მამამისი კარლოც კი სერაფიმია", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე კახა კალაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, "მთავარმა არხმა" ორდენიძეების ოჯახთან დაკავშირებით "სანტა ბარბარა" მოაწყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics