23:21 - 21 Apr, 2026
|
2021-09-26 08:19:53, 1551 ნახვა
რეგიონი
ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა
ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, წააქცია ხეები. ზოგიერთ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ფოთის მუნიციპალიტეტში 16:50 საათზე ძლიერი ქარი 17-32 მ/წმ-დე დაფიქსირდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ზარალის დადგენა მიმდინარეობს და ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)