01:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 16:51:21, 1208 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი“ აპირებს, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ხელის მოკვეთის სასჯელი აღადგინოს

„თალიბანის" მოძრაობა კიდევ ერთხელ განიხილავს ავღანეთში სიკვდილით დასჯას და ხელის მოკვეთის აღდგენას.  - ამის შესახებ თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელმა და ისლამური კანონის მკაცრმა შემსრულებელმა მოლა ნორუდინ ტურაბიმ   Associated Press–თან ინტერვიუში განაცხადა.

მან, უარყო წარსულში „თალიბების“ მხრიდან  სიკვდილით დასჯა, რომელიც ზოგჯერ სტადიონზე ხალხის თვალწინ ხდებოდა .

„ყველა გვაკრიტიკებდა ჩვენი სასჯელების სტადიონზე ჩატარების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათი კანონებისა და სასჯელების შესახებ. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს ჩვენი კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონებს ყურანზე დაყრდნობით გავაკეთებთ", —განუცხადა ტურაბმა Associated Press– ს.

ჩვეულებრივ, მსჯავრდებულთა მკვლელობები ხდებოდა თავში ერთი გასროლით, მსხვერპლის ოჯახის წევის მიერ.

ქურდებისათვის სასჯელი იყო ხელის ამპუტაცია.  ძარცვაში ხელისა და ფეხის ამპუტაცია, აღნიშნული სასჯელის აღსრულებანი ამჯერად საჯაროდ არ მოხდება. ტურაბიემ თქვა, რომ ამჯერად მოსამართლეები - მათ შორის ქალები - განიხილავენ საქმეებს, მაგრამ ავღანეთის კანონების საფუძველი იქნება ყურანი. მისი თქმით, იგივე სასჯელები აღდგება, რაც ადრე იყო.

AP News აღნიშნავს, ტურაბი თალიბების წინა მმართველობის პერიოდში ის ცნობილი იყო, როგორც "მრისხანე და უკომპრომისო". იგი ახლა 60 წლისაა, იყო იუსტიციის მინისტრი და ეგრეთ წოდებული სათნოების პროპაგანდისა ხელმძღვანელი-ფაქტობრივად, რელიგიური პოლიცია-„თალიბანის“ წინა მმართველობის დროს. ამჯამად მას ციხეების ზედამხევდელობა ევალდება.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ქაბული და აიღო კონტროლი ქვეყანაზე, მსოფლიო თვალს ადევნებს, აღადგენს თუ არა „თალიბანი“ ისეთივე მკაცრ მმართველობას, როგორიც მას  1990-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. ტურაბის კომენტარი მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ დარჩნენ ჯგუფის ლიდერები ღრმად კონსერვატიულ, მკაცრ მსოფლმხედველობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics