20:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 21:38:36, 637 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში  არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.-ამის სესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითიც დარგში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და ის რეფორმებია, რაც სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს,  სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მიიღონ.

„ფერმერებისგან  უშუალოდ მივიღეთ ინფორმაცია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს თხილის სექტორში. აქედან გამომდინარე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რათა ქართულ თხილს ჰქონდეს ხარისხის ის ნიშანი, რომელიც მას საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კანდიდატის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემას აზიური ფაროსანა წარმოდგენდა; სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნა მიღწეული და ფერმერები თხილის კარგ მოსავალს იღებენ.

ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან  7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics