22:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 14:04:46, 1143 ნახვა

სამართალი
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე GDI პროკურატურას მიმართავს და განაჩენის გასაჩივრებას მოითხოვს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) პროკურატურას მიმართა და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა.

GDI მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

"​GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს.

GDI-მ, რომელიც დაზარალებულ ვახო საინაიას ინტერესებს იცავს, საქართველოს პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან, სასჯელის ნაწილში, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიას 2021 წლის 25 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს ვახო სანაია ოჯახის წევრებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სანაიას მიმართ თავდასხმა მოხდა ჯგუფურად სამი პირის მიერ, დისკრიმინაციული მოტივით, მისი პროფესიული საქმიანობის გამო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics