22:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 11:30:51, 959 ნახვა

სამართალი
საია-ს ინფორმაციით, ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო

2021 წლის 16 სექტემბერს, 20-21 ივნისის საქმეებზე ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო.- ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოცოაციის ცნობით,  ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა. 

საია-მ და EHRAC-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 07 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 07 ივნისს აცნობა.

"არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს  2021 წლის 09 დეკემბრამდე უპასუხოს.

სასამართლოს პროცედურის თანახმად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დასმულ შეკითხვებზე საკუთარ პოზიციას წარადგენს,  საია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სახელით  დამატებით წარადგენს წერილობით არგუმენტაციას ევროპულ სასამართლოში." - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics