22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 20:51:22, 478 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა წოწერია- მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ჭითაწყარში ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები წარუდგინა.- ამის ინფორმაციას  შესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე იმ განსხვავებას გაუსვა ხაზი, რაც ქართულ ოცნებას და მის ოპონენტ პარტიებს აქვთ. მისი განცხადებით, მმართველ პარტია კონკრეტული განვითარების გეგმით მიდის ამომრჩეველთან, ოპონენტ პარტიებს კი პირიქით რევანშისტული გზა აქვთ არჩეული, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და ეს მათ განწყობებში აისახება.


„ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ იგრძნობა საოცარი პოზიტივი „ქართული ოცნებისა" და მისი კანდიდატების მიმართ. ასევე, მოსახლეობა კარგად ამჩნევს იმ განსხვავებას საარჩევნო კამპანიებს შორის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება" და სხვა კონკურენტი პარტიები. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება", გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიურობისკენ რათა ჩვენ ხმა მივცეთ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას." - განაცხადა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ირაკლი ჯანაშია ესწრებოდა. ჭითაწყარში რეაბილიტირდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო სპორტული მოედნები, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. სოფელი გაზიფიცირებულია,  ჭითაწყარში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. დაგეგმილია ნარმანიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა და მეფრინველეობის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობა."- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics