|
2021-09-16 17:33:55, 465 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია- სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდება
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი თხილის საწარმოო პროცესს გადამამუშავებელ ქარხანა „ტურგალ გრუპში" გაეცნო. კომპანიას სამეგრელოში წარმოებული თხილისგან შექმნილი ნედლეული და გადამუშავებული მასალა ექსპორტზე ევროპაში გააქვს. საწარმოს IშO სერთიფიკატის მფლობელია და 50-ზე მეტი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.-ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცეიელბს. მათი ცნობით, „ტურგალ გრუპის" დირექტორი ბიზნესმენი მაია მიქავა ასევე ფლობს აგროსახლს, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს აერთიანებს, აგროსახლი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რომელიც იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა, ლაბორატორია ნიადაგის და სურსათის თანამედროვე კვლევებს ატარებს, აქვე მდებარეობს სასწავლო-გადამზადების ცენტრი და ზოოვეტერინარული კლინიკა. მამუკა წოწერია საწარმოსა და აგროსახლში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მერობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს და ეს პროცესი მეტი მხარდაჭერით გაგრძელდება. „ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით მხარდაჭერა. არის ძალიან დიდი რესურსი, პროგრამები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად და დღეს ჩვენ ვსტუმრობდით საწარმოში, რომელიც არის ნათელი მაგალითი საერთაშორისო სანდო პარტნიორობის რაც საბოლოო ჯამში იწვევს ამ საწარმოს ფინანსურ და ოპერაციულ სტაბილურობას. ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხიც, სადაც დასაქმებულია 50 ადამიანზე მეტი და ასევე ვესტუმრეთ აგრო სახლს, რომელიც ასევე არის ნათელი მაგალითი კომპლექსური სერვისული მომსახურების, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევები, ნიადაგის, კვების პროდუქტების კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრული სერვისი შეთავაზებულია, ასევე ვეტერინარული მომსახურების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სასწავლო ცენტრი, რომელიც აქ მდებარეობს. სახელმწიფო ასეთი სერვისული, კომპლექსური მიწოდების განვითარებით არის დაინტერესებული და ამ პროცესს რა თქმა უნდა დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენგან" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. "ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა."-ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)