19:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 21:49:27, 511 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი გორში აღდგომის მშენებარე ტაძარს, გორისა და ატენის და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტებს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელეს.
 მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გააცნო. პრემიერმა მეუფეს ტაძრის მშენებლობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
"გორის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტაძრის დასკვნითი ნაწილის - გუმბათის და ცენტრალური თაღის მშენებლობა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით და ტაძრის შემოწირულობების საშუალებით შესრულდა.
გორის აღდგომის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი იქნება გორის ეპარქიაში.
პრემიერ-მინისტრი დღესვე, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობს ეწვია. მეუფემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა მეუფე იობს კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა მღვდელმთავრებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, მთავრობასა და ეკლესიას შორის ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა არსებობს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, მეუფეებთან იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე."- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics