00:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 12:04:11, 758 ნახვა

რეგიონი
გარდაბნის სოფლების- ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

გარდაბნის  სოფლების- ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის ექვსი სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

პროექტის შედეგად, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე, უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები  წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ.
 
სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და რეზერვუარის მოწყობა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 70% შესრულებულია.

პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics