2021-09-12 18:31:04, 668 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება
"პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს."- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
“ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება რეგულაციებს, პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს.
ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული გვყავს”, - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო შეზღუდული, თუმცა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,