00:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-12 12:43:09, 521 ნახვა

პოლიტიკა
მელია სააკაშვილზე -მე მის ადგილას უკვე საქართველოში ვიქნებოდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ფიზიკურად ჩართვის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს აქვს. 

"მგონია, რომ იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გზაგასაყარზე — ევროპასა და პუტინის რუსეთის ფედერაციის გზაგასაყარს ვგულისხმობ — საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, ბუნებრივია, სურვილი და უფლება, მით უმეტეს, იყოს ამ მოვლენებში აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად.

რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ხო? მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი", — განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

მელია აღნიშნავს იმასაც, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს კიევში ყოფნისას დეტალურად ესაუბრა.

"ერთი რამ ზუსტად ვიცი, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი. მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს აქვს ოპოზიციასა და საზოგადოებას კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ. არ მივცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას, რეჟიმს, რაიმე სახით შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება", — განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics