00:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 12:09:21, 319 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ მღებრიშვილი პარაგვაის რესპუბლიკის ელჩს - სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკაში პარაგვაის რესპუბლიკის ელჩს - სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა. პარაგვაის ელჩი თურქეთიდან ამიერკავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს ფარავს.

შეხვედრის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა იყო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, თეიმურაზ მღებრიშვილმა პარაგვაელ დიპლომატს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სახანძრო უსაფრთხოება და პრევენცია, ასევე, მოხალისეთა სისტემის ფუნქციონირება. თავის მხრივ, ვალდეს პერალტამ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია პარაგვაის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის შესახებ.

პარაგვაიში ხანძრის პრევენციის სისტემა საერთაშორისო NFPA სტანდარტების მიხედვით რეგულირდება. ქვეყნის სახანძრო სამსახური ფუნქციონირებს მუნიციპალურ დონზე და მეტწილად მოხალისეობრივ სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია მოხალისეთა სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით გამოცდილების მიღება მსგავსი პრაქტიკის მქონე ქვეყნისგან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, პარაგვაის რესპუბლიკის კონსული ჯენგიზ დევეცი  და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics