04:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 11:30:14, 416 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელ ოფისს (IOPC) შორის ვებინარი გაიმართა

ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელმა ოფისმა (რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს) და სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა ერთმანეთს საკუთარი საგამოძიებო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

დისტანციური სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის  საგამოძიებო მიმართულების უფროსმა ხელმძღვანელმა ტომ მილსომმა გახსნეს. 

შეხვედრის ფარგლებში, უცხოელმა კოლეგებმა ქართველ გამომძიებლებს  ინფორმაცია მიაწოდეს მათი ოფისის საგამოძიებო მანდატისა და პრაქტიკის შესახებ. ასევე, გაუზიარეს IOPC-ის მიერ ძალის გადამეტების სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სპეციფიკა. თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის (IOPC) წარმომადგენლებს სამსახურის სტრუქტურა, საგამოძიებო ქვემდებარეობა, უფლებამოსილების ფარგლები, მიღწეული შედეგები და დღის წესრიგში არსებული გამოწვევები გააცნეს. დისტანციური სამუშაო შეხვედრა თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა რეალურ კაზუსებზე იმსჯელეს.

ვებინარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელ ოფისს (IOPC) შორის თანამშრომლობის დაწყებას, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და გამოძიების სტანდარტის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ანალოგიური ფუნქციის ევროპულ ორგანოსთან გამართა შეხვედრა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია წამყვან კოლეგა ინსტიტუციებთან წარმატებული კომუნიკაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა. აღნიშნული, მნიშვნელოვანია სამსახურის ინსტიტუციური განვითარების, საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics