2021-09-08 13:56:08, 434 ნახვა
საზოგადოება
„ერთი ქვეყნის ერთი პრიორიტეტული პროდუქტი" - FAO-ს გლობალური ინიციატივა
„ერთი ქვეყნის ერთი პრიორიტეტული პროდუქტი", ასე ეწოდება ახალ, გლობალურ ინიციატივას, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საფუძველი ჩაუყარა. ინიციატივის მიზანია, განავითაროს გამორჩეული და განსაკუთრებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვები, გააძლიეროს მცირე საოჯახო მეურნეობები და მხარი დაუჭიროს აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად.
როგორც ინიციატივის წამოწყების ონლაინ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამა „დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში შექმნილი ხეხილის ბაღები, შესაძლოა, ამ გლობალური ინიციატივის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, ეს კარგი მაგალითი იქნება მწვანე ღირებულებათა ჯაჭვის პოპულარიზაციისთვის, მდგრადი წარმოების განვითარებისა და პროდუქტის დამუშავება-დასაწყობების გრძელვადიანი დაგეგმვის განსახორციელებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,