03:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 13:54:11, 482 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა ავსტრიაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კახა კუჭავა კოლეგებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ესაუბრება.

„მნიშვნელოვანია მათთან ერთად ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ  კიდევ უფრო დაგვაახლოვოს ევროპასთან. პარლამენტის თავმჯდომარეებისგან ვიღებთ მხარდაჭერას   - ეს  მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეჭვი არ ეპარებათ იმ გზის შესახებ, რომელზეც საქართველო დგას და რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენ მათთან ერთად - ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიზიტის მეორე დღეს, კახა კუჭავამ შეხვედრა უკვე გამართა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ ზორჩიჩთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics