|
2021-09-07 17:24:51, 580 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე თინა ბოკუჩავას- 19 აპრილის შეთანხმების ანულირება პრაქტიკულად თქვენ მოახდინეთ, როდესაც 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით იხილება, საკითხის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს უპასუხა. „ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი" ეს იყო საუკეთესო ეპითეტი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ავტოკრატიულ რეჟიმს და იყო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება შეთანხმების ანულირებას და ამაზე ქალბატონი თინას ბრალდებას - ანულირებასთან დაკავშირებით ბრალს გვიყენებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამ შეთანხმებას 4 თვე ხელს არ აწერდა. ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც. 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს და ახლა ჩვენ გვაბრალებთ, რომ ეს დოკუმენტი ანულირებულია. თქვენ მოახდინეთ პრაქტიკულად ამ დოკუმენტის ანულირება იმით, რომ 4 თვე ხელს არ აწერდით და შეურაცხყოფას აყენებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)